ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ცნობილი გერმანელი ინფლუესერის და სომელიეს, ტონი ასკიტისის (Toni Askitis) ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 24%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტზე გავიდა 1.479 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები (ჯამში 60 442 ერთეული).
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველის საკოორდინაციო შტაბში 26 აგვისტოს მდგომარეობით უკვე 120-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან.
2023 წლის შემდეგ, რუსეთმა საქართველოდან საზამთროს იმპორტი განაახლა. ამის შესახებ რუსული მედია საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
რთველის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი მაჭავარიანთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
ქართული ვაშლის ექსპორტი იანვარ-ივლისში წლიურად 654%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იზრდება.
რთველი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ტრადიციაა – ეს არის დრო, როცა ოჯახი, მეზობლები და მეგობრები იკრიბებიან, ერთად მუშაობენ და ამავე დროს, ზეიმობენ.
2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ამოქმედდება რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზი – 0322 193 283. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 184.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1%-ით ნაკლებია. გასული წლის იგივე პერიოდში ქვეყანაში 186.1 მლნ ლიტრი იწარმოა.