შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მდებარე ეთნო ღვინის მუზეუმში “Ortsmuseum Hongg”, ექვსი თვის განმავლობაში, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ქართული ღვინის კულტურასთან და ისტორიასთან დაკავშირებულ ექსპონატებს, არტეფაქტებსა და სხვა საინფორმაციო-საილუსტრაციო მასალას გაეცნოს.
რუსეთის პრეზიდენტი 9 მაისის წინ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და ამჟამად ოკუპირებულ არაღიარებულ ე.წ. სახელმწიფოებს გამარჯვების დღეს ულოცავს და გადაწერილი ისტორიის შესახებ ლექციების კითხვას განაგრძობს. მილოცვაში ნახსენებია უკრაინაც. პუტინი საუბრობს ნაციზმის დაუშვებლობაზეც.
გერმანიის დედაქალაქ ბერლინში პოლიციამ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღის აღსანიშნავად მიძღვნილ ღონისძიებებზე, ომის მემორიალურ ადგილებში რუსეთისა და უკრაინის დროშების გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია BBC ავრცელებს.
ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში ხუთი დასახლებული პუნქტი რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლეს.
6 მაისს სასტუმრო "ლოპოტაზე" საერთაშორისო პროექტი "Women in Wine expo" გაიმართა, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანია „მეღვინეობა თიესვი“-დან აცნობეს.
თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები უკვე „ფარმადეპოს“ 260 ფილიალშია ხელმისაწვდომი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანიიდან აცნობეს.
„ჯპს-ი“ პროექტის – “ხელმისაწვდომი მედიკამენტები თურქეთიდან” ფარგლებში მომხმარებლებს მედიკამენტების განახლებულ და გაზრდილ ასორტიმენტს სთავაზობს თურქეთის ბაზრის ფასად.
მორიგი ხანძარია რუსეთში, ძლიერი ხანძარი ამჯერად ომსკის რეგიონში გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი დასახლებულ პუნქტშიც გავრცელდა.
კომპანია „ბორჯომი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შექმნილ ვითარებაში კომპანია იძულებული გახდა ცვლილება შეეტანა დასაქმებულთა ხელშეკრულებებში: