
ბაზისბანკმა წარმატებით დაასრულა 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული ობლიგაციების განთავსება. ობლიგაციების ვადა 7 წელია, რომელთა ემისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო განთავსების გზით განხორციელდა.


გალტ & თაგარტმა საქართველოსა და მსოფლიოში ავტომობილების ბიზნესში მიმდინარე ცვლილებების, მოლოდინებისა და სექტორის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.

„მარტში მოკლევადიანი მოლოდინები დიზელზე ფასის კლებისკენაა“ - დიზელისა და ბენზინის ტიპის პროდუქტებზე ფასების ცვლის ტენდენციებზე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ კომპანია „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა საუბრობს.

3 აპრილიდან იწყება ბიზნესიდეების მიღება მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამაზე. ბიზნესიდეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 27 აპრილი, 15:00 საათი.

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, თიბისი, VISA-სთან პარტნიორობით, პროექტ ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში, შეხვედრების სერიას იწყებს.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 72ა ნომერში, თიბისის მხარდაჭერით, კრივის კლუბის - „12ROUNDS“ რიგით მე-2 ფილიალი გაიხსნა. ფილიალი 4 კონცეპტუალურ სივრცეს - კრივის, ფუნქციონალური ტრენინგის, კლასიკური ჯიმისა და მოსასვენებელ ზონებს აერთიანებს.

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, აგრძელებს სასტუმრო ინდუსტრიისა და ტურიზმის სექტორის წახალისებას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, შპს ედ კაპიტალმა, ბათუმში 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო Cozy Loft Hotel გახსნა.


ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.