სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მიშელ კოშიელსკი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ახლადგახსნილ საწარმოში იმყოფებოდნენ, სადაც ორგანული სასუქის წარმოება დაიწყო.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოქმედმა შპს „ბიოვიტამ“ ორგანული სასუქის საწარმოს შექმნისათვის 500,000 აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა.
კომპანიამ ისარგებლა სოფლის განვითარების სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტითა და Usaid-ის სოფლის განვითარების პროგრამის გრანტით. საწარმოში, სადაც 1,000 ტონა სასუქი იწარმოება 5 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ შპს „ბიოვიტა“ ორგანულ სასუქს საქართველოში მოპოვებული ნედლეულით აწარმოებს და პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.
სოფლის განვითარების სააგენტო პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ 2013 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამამუშავებელი და შენახვა რეალიზაციის საწარმოო პროცესების ხელშეწყობის მიზნით ფერმერებისა და მეწარმეების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი სახსრებით.შეღავათიანი აგროკრედიტი აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომია საქმიანობის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ეს იქნება ძირითადი თუ საბრუნავი საშუალებების საჭიროება.