საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მათ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყეს.
გერმანიის ქალაქ დეიდეშეიმში, სომელიეთა დაჯილდოების საერთაშორისო ღონისძიების TOP 50 Sommeliers-ის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც გერმანელი ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 12.5 პროცენტით გაიზარდა და 60.3 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის 3 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 5 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2025 წლის აგვისტოს თვეში, სხვადასხვა სექტორში, 9 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯამში, 71 625 ლარამდე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის, Red Bridge-ის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში გაიმართა.
2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 2.291 მლნ დოლარის ღირებულების 1 699 ტონა ნიორი შემოვიდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ცნობილი გერმანელი ინფლუესერის და სომელიეს, ტონი ასკიტისის (Toni Askitis) ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 24%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტზე გავიდა 1.479 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები (ჯამში 60 442 ერთეული).