საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად მეორე ვადით (2022-2025 წწ) წარუდგინა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესია, სადაც საბჭომ გენერალური მდივნის კანდიდატი აირჩია, დღეს მადრიდში გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, ახლადშერჩეული გენერალური მდივნის დამტკიცება 2021 წლის მეორე ნახევარში გენერალური ასამბლეის სესიაზე მოხდება.
“მადრიდში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ასევე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივნობის კანდიდატმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.