მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაცია (World of Statistics) სოციალურ ქსელ X-ზე ორგანიზაცია Numbeo.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს სტატისტიკას, რომელიც ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად უსაფრთხო ქვეყნებს ეხება.
სტატისტიკის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ტურისტებისთვის ღამის საათებში გადასაადგილებლად.
World of Statics-ის გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო მეოთხე ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიას და ისლანდიას.
ამასთან, როგორც Numbeo.com-ს საიტზეა აღნიშნული, მათი გამოქვეყნებული კვლევები და მონაცემები არ არის რომელიმე სამთავრობო ორგანიზაციის გავლენით მომზადებული.