ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
ისინი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირამდე ბანერებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.
ისმის შეძახილები: "ტურიზმი დგას ერთად!" "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!"
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია.
სამართალდამცველები მობილიზებულები არიან ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე და კორდონის მეშვეობით გზა აქვთ გადაკეტილი.