დღეს 13:00 საათზე, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების ინიციატივით, ტურიზმის სფეროში მეტად სავალალო სიტუაციიდან გამომდინარე, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის მიზანია, მთავრობას წარუდგინონ ტურიზმის აღდგენისა და განვითარების 2021 წლის სამოქმედო გეგმა.
შეხვედრაზე განიხილება საკითხები, რომლებიც ქვეყნის მთავრობის მხრიდან საჭიროებს უსწრაფეს რეაგირებას, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სრულიად ტურიზმის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესებისთვის.
საკითხები:
1. საზღვრების გახსნის რეგულაციები
2. სავალდებულო კოვიდ-დაზღვევა საერთაშორისო მოგზაურებისთვის
3. ზამთრის კურორტების გახსნა 1 თებერვლიდან
4. რესტორნების ოპერირების ნებართვა
5. ტურიზმის სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა
შეხვედრაში მონაწილეობენ:
• საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი
• სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია
• საქართველოს ტურ-ოპერატორთა ასოციაცია
• საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაცია
• სატრანსპორტო კომპანიები
• ტურ-ოპერატორები
• მეღვინეობები
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტურიზმის განვითარების გეგმა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.