მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის, FITUR-2024-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საერთაშორისო ტურისტული პლატფორმების, ავიაკომპანიების, გავლენიანი PR და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის, გლობალურ პლატფორმებზე მარკეტინგული კამპანიების გამართვისა და თანამშრომლობის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს მართავენ შემდეგ კომპანიებთან: Eurowings, Lufthansa, National Geographic, Expedia Group, Road Travel, Klebergroup, TransPerfect, HotelBeds, Smartvel და სხვა.
„გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაჯავშნის გლობალური პლატფორმის, Amadeus-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.
FITUR-2024-ზე საერთაშორისო მედიისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნეს.
FITUR-2024 მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტულ გამოფენაა, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნიდან ცხრა ათასამდე მეტი კომპანიაა წარდგენილი. მადრიდის ტურისტულ გამოფენას წელს დაახლოებით 136 ათასი სტუმარი ჰყავს“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.