jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 
 
 ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსში 27 ასოციაცია და პარტნიორი ორგანიზაციაა გაერთიანებული და ჯამში 2000- ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს მოიცავს.
 
შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ბიზნეს ომბუდსმენს 2021 წლის  სამოქმედო გეგმა გააცნეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ტურიზმის სფეროში  კრიზისის დასაძლევად.
 
შეხვედრაზე განხილული იყო ტურიზმის ინდუსტრიაში სტანდარტების დანერგვის, საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადების, ერთობლივი საინფორმაციო ბაზის შემუშავების საკითხები.
 
”არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა დღეს განხილული, მათ შორის ტურიზმის საკანონმდებლო ბაზა, ერთობლივი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, პოსტკოვიდურ პერიოდში უსაფრთხოების ნორმები და არსებული გამოწვევების დასაძლევად კონკრეტული აქტივობები განხორციელების გზები. ვფიქრობ სამომავლო თანამშრომლობა ძალიან ეფექტური იქნება და კერძო სექტორის ჩართულობით ამ პროცესში კარგ შედეგს მივიღებთ.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
 
”ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ალიანსის მხრიდან წარმოდგენილი იყო გეგმები, თუ რას აპირებენ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები სამომავლოდ.  ჩვენ შევთანხმდით სამუშაო გეგმებზე და ვაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში თანამშრომლობას“, - აცხადებს ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.
 
 
1626