„მისასალმებელია ინდოეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოში საელჩოს გახსნის შესახებ, რამდენადაც ეს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებს. ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
„ეს ასევე ძალიან პოზიტიური მესიჯია კერძო სექტორისთვის, რადგან ინდოეთი წარმოადგენს სტრატეგიულ სამიზნე ბაზარს ჩვენი ქვეყნისთვის. განსაკუთრებით გამოსაყოფია ტურისტული და საავიაციო პოტენციალი. ჩვენ სწრაფად უნდა შევძლოთ და დავაინტერესოთ ადგილობრივი ავიაკომპანიები ინდოეთიდან პირდაპირი რეისების ოპერირებით და უზრუნველვყოთ მხარჯველუნარიანი ტურისტების შემოყვანა ინდოეთიდან.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჯგუფური და საქმიანი ტურიზმის პოტენციალი. ამ პროცესშივე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კერძო სექტორს მივცეთ საშუალება სწრაფად ადაპტირდეს ინდოეთის ბაზართან და აქტიურად დაიწყონ ეკონომიკური საქმიანობები, რაც პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკის გაძლიერებას და სამუშაო ადგილების შექმნას“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.