კურორტ შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვმა“ ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა და დამსვანებელს ახალი შემართებით უმასპინძლებს.
როგორც სასტუმროში განმარტავენ, „სანსეტ შოვი" სტუმრებს სხვადასხვა ტიპის 30 კომფორტული ნომერით და 2 კოტეჯით უმასპინძლებს, მის მართვას კი სასტუმროების საერთაშორისო მმართველი კომპანია Hotel Collection International უზრუნველყოფს. სასტუმრო სტუმრებს სურვილისამებრ ერთჯერად და სამჯერად კვებას სთავაზობს. სასტუმროს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს გასართობი ზონები - მაგიდის ჩოგბურთი, მაგიდის ფეხბურთი, ბილიარდი, დახურული კალათბურთის მოედანი გარე კალათბურთის/ფეხბურთის მოედანი და საბავშვო ოთახი.
„სანსეტ შოვში“ შოვის სასტუმროში 1 დღით დასვენების ღირებულება 200 ლარიდან იწყება და ნომრის ტიპის მიხედვით იზრდება. განთავსების ფასში შედის საუზმე, თუმცა სტუმრებს სადილისა და ვახშმის დამატებაც შეუძლიათ. სასტუმროს მენეჯმენტში აღნიშნავენ, რომ „სანსეტ შოვში“ ყველა სეგმენტისა და ინტერესის სტუმარს ელიან და პასიურ დასვენებასთან ერთად, აქტიური დასვენების დაგეგმვასაც სთავაზობენ.
ინფორმაციისთვის: შოვი ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, თბილისიდან 265 კმ-ში მდებარეობს. კლიმატი საშუალო ალპურია. შოვში ზამთარი ცივი და თოვლიანია, ზაფხული კი ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 17 °C). აღსანიშნია, რომ უძრავი ქონების განვითარების კომპანია “სიმეტრიას“ თაოსნობით, 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს კურორტ შოვის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელი სამუშაოები. რეგიონში განვითარების პროექტის ძირითადი პარტნიორები სასტუმრო "სანსეტ შოვი", სასტუმრო G&M Shovi-Racha Resorts და პანსიონატი "მამისონი" არიან, რომლებიც კურორტის ისტორიული ტერიტორიის ძირითად ნაწილს ფლობენ.
აღსანიშნავია, რომ დღეს არსებული განვითარების გენერალური გეგმის თანახმად, კურორტზე 5*, 4* და 3* სასტუმროების, კოტეჯების, სპორტული, გასართობი და ბალნეოგიურ-რეკრეაციული დანიშნულების ინფრასტრუქტურის შექმნაა დაგეგმილი, რაც კურორტს ოთხივე სეზონზე მოსანახულებლად და დასასვენებლად ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ადგილად აქცევს. წარმოდგენილი გეგმით განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა 130 მილიონ დოლარს აჭარბებს. კურორტზე არსებულ სასტუმროებს კი მართვას უწევს სასტუმროების საერთაშორისო მმართველი კომპანია Hotel Collection International