საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში – IBTM World 2022 მიიღო მონაწილეობა, – ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ბარსელონაში გამართულ ტურისტულ გამოფენას, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 13 კომპანია დაესწრო.
გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის ფარგლებში, ესპანეთის წამყვან ტურისტულ კომპანიებთან საქმიანი შეხვედრები გაიმართა.
საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მსოფლიოს 100 ქვეყნიდან ტურიზმის სფეროს 15 000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.