სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ, საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 515.2 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.6-ჯერ მეტია.
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 406.1 ათასი შეადგინა, რაც 3.9-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საქართველოდან ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა (234.7 ათასი) და რუსეთის (45.2 ათასი) ფედერაციაში განხორციელდა.
ქვეყნიდან საზღვარგარეთ გასული პირების პროცენტული რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
თურქეთი - 55.7%
რუსეთის ფედერაცია - 10.7%
ევროკავშირის ქვეყნები - 12.5%
სომხეთი - 6.8%
აზერბაიჯანი - 1.0%
სხვა - 13.4%
რაც შეეხება ვიზიტების მიზნობრიობას, 2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (42.5 პროცენტი) საყიდლების მიზნით განხორციელდა.