ორი დღის განმავლობაში საქართველო წამყვანი დასავლური გამოცემების ყურადღების ცენტრშია. გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანის - British Airways-ი და ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ის საქართველოში ოპერირების დაწყების დაანონსებას 5 წამყვანი ევროპული მედია ეხმაურება.
‘’ორი უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია ‘’British Airways”-ი და ‘’easyJet”-ი მალე თბილისს ლონდონთან დააკავშირებს“,-მსგავსი შინაარსის სტატიებს ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ წამყვანი ბრიტანული გამოცემები: The independent, Daily mail, ასევე Buiness Traveler, წამყვანი საავიაციო გამოცემა Travel Radar და Euronews Georgia. სტატიებში ხაზგასმულია, რომ ახალი პირდაპირი მიმართულებები ლონდონის ჰითროუს და ლუტონის აეროპორტებიდან ფრენის დროს 8 საათიდან 5 საათამდე შეამცირებს. ,, საქართველო 2025 წლის ზაფხულის მოულოდნელი ცხელი წერტილი ხდება, რადგან ’British Airways”-ი და‘’easyJet”-ი პირდაპირ რეისებს იწყებენ ლონდონიდან,-“ ნათქვამია სტატიებში.
ინფორმაცას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.