2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კვარტლურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 39.6%-ით (229 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს კი – 1.5%-ით (12.3 მლნ. აშშ. დოლარით).
მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა.