jan-medi
ავერსი შნაიდერი

2023 წლის II კვარტალში საქართველოდან რეზიდენტი მოგზაურების 698 ათასი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35.4%-ით არის გაზრდილი. 

გასვლების უდიდესი ნაწილი, 47% 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. რაც შეეხება ვიზიტორების მიერ განხორციელებულ ვიზიტებს, საანგარიშო პერიოდში 543.6 ათასი შეადგინა, რაც 34%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 331.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 50%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 236.7 ათასი და 80 ათასი ვიზიტი.

2023 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 514.3 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც 12.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის II კვარტალთან შედარებით 16%-ით შემცირდა და 946 ლარი შეადგინა.

555