დღეს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს მედეა ჯანიაშვილს მოუსმენენ.
ჯანიაშვილი ტურიზმის ადმინისტრაციის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და კომიტეტის წევრებს კითხვებს უპასუხებს.
კომიტეტის სხდომა 12 აპრილს, 13:30 საათზე დაიწყება.