"ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ კი ეხლა ჩამოვა ჩვენთან ტურისტი, ჩამოვა იმის გამო, რომ უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პასუხისმგებლიანად ვეკიდებით როგორც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, ასევე ჩამოსული ტურისტის ჯანმრთელობას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა ნათია თურნავამ რადიო ამესტროს გადაცემა "მაესტროს ბიზნეს თაიმში" განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან კონსტრუქციული მსჯელობა გაიმართა ტურიზმის წარმოამდგენლებთან
"ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა 20-მდე ტუროპერატორთან, შემდეგ იყო შეხვედრა ტურისტული ინდუსტრიის ალიანსთან, ძალიან კონსტრუქციული და საგნობრივი მსჯელობა გვქონდა მათთან, თუ როგორ ვიმუშავოთ ერთად, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვიზიდოთ ტურისტები", - განაცხადა რადიო მაესტროს ეთერში მინისტრმა.