მაროკოში მიმდინარე საავიაციო ფორუმ CONNECT 2023-ის ფარგლებში საქართვლოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტს შეხვდა.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, შეხვედრაზე მესამე ბაზირებული ხომალდთან და ახალ მიმართულებებთან დაკავშირებული ოპერირების დეტალები და საქართველოში ავიაკომპანიის შემდგომი გაფართოების დეტალები განიხილეს.
ირაკლი ქარქაშაძის ქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში AIRBUS 321neo-ს ბაზირება ნიშნავს 30 %-ით მეტ ტურისტს და მეტ გადაყვანილ მგზავრს.
"Wizz Air-თან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ბაზირებული ხომალდით 5 ახალი მიმართულება AIRBUS 321neo შესრულდება, რომლის ტევადობა 239 მგზავრია. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში AIRBUS 321neo- ს ბაზირება ნიშნავს 30 %-ით მეტ შემომყვან ტურისტს და მეტ გადაყვანილ მგზავრს. სწორედ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ 2023 წლიურ ჭრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მილიონ 200 ათასზე მეტ მგზავრს ველოდებით. ივნისიდან 5 მიმართულებით პირდაპირი რეისები უფრო დიდი ტევადობის და უახლესი საჰაერო ხომალდით შესრულდება", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
სამდღიანი საავიაციო ფორუმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანება 25-მდე შეხვედრას გამართავს.