დეკმებერში მარტო თბილისის მასშტაბით ცენტრალურ ლოკაციაზე 11 მილიონიანი ლარის ზარალი გვაქვს - ამის შესახებ საქართველოს სასტუმროების ფედერაცის დამფუძნებელიმა შალვა ალავერდაშვილიმა რადიო მაესტროს ეთერში, გადაცემა „მაესტროს ბიზნეს თაიმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხებზე ხელისუფლებასთან კომუნიკაცია არ არის, ვინაიდან ისინი სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.
„ხელისუფლების შეფასებით, ყველაფერი კარგად არის და გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი, ბოლო კვარტალი მათი შეფასებით მაღალი იყო. ხელისუფლებაში სხვანაირი რეალობა დგას და არც კომუნიკაცია გვაქვს. შესაბამისად, კერძო სექტორი ცალკე ცხოვრობს და საჯარო სექტორი ცალკე“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა და იქვე დასზენს, რომ სასტუმროების მეპატრონეები დახმარების თხოვნით ურეკავენ.
ალავერდაშვილის შეფასებით, ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით არსებული პრობლემები, სასტუმროების ბიზნესისთვის უმძიმესია.
"ტურიზმის სექტორში დღეს რეალობა შემდეგნაირია: დეკმებერში მარტო თბილისის მასშტაბით ცენტრალურ ლოკაციაზე 11 მილიონიანი ლარის ზარალი გვაქვს. ეს არის გაუქმებული ჯავშნების რაოდენობა. მსგავსი ცუდი დეკემბერი არ გვქონია, არც იანვარი არის სახარბიელო. იანვარი ისედაც დაბალი სეზონია, თუმცა ამას არსებული რეალობა ემატება და ტურისტების რაოდენობა მინიმუმდეა შემცირებული, – ამის შესახებ საქართველოს სასტუმროების ფედერაცის დამფუძნებელიმა შალვა ალავერდაშვილიმა რადიო მაესტროს ეთერში, გადაცემა „მაესტროს ბიზნეს თაიმში“ განაცხადა.
მან, ასევე აღნიშნა, რომ თუ ადრე კადრების დეფიციტი იყო, ახლა კადრები საკმარისზე მეტია და პირიქით, მათი შემცირებაც მოუწევთ.
„სასტუმროების მეპატრონეები ცალ-ცალკე მირეკავენ და მეუბნებიან მიშველე შალვა- მე რა ვუშველო, ჩემი თავისთვის ვერ მიშველია. ძალიან, ძალიან რთული მდგომარეობაა ტურიზმის სექტორში“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა რადიო „მაესტროს“ ეთერში.