ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება ხდება აცრის პარალელურად, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდსიტუაცია არ გაუარესდება.
მინისტრი თქმით, ქვეყანაში ტურიზმი იმაზე უფრო სწრაფად აღდგება, ვიდრე ნავარაუდევი იყო.
„ვაქცინაცია გვაძლევს იმედს, რომ წელს უფრო კარგად ვმართავთ ეპიდემიას და გაუარესებული სტატისტიკა არ გვექნება. მნიშვნელოვანია ასევე, რომ გავაძლიეროთ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია, რომელიც სახეზეა. რა თქმა უნდა მეტად მიმზიდველები ვიქნებით უცხოელებისთვის, ტურისტებისთვის, თუკი შაბათ-კვირას შეეძლებათ კაფეებსა და რესტორნებში წავიდნენ, საღამოს საათებში შეეძლებათ სეირნობა ქუჩებში. ტურიზმის ინდუსტრია ვაქცინაციის პრიორიტეტულ სიაშია და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. იმაზე უფრო სწრაფად აღდგება ტურიზმი, ვიდრე ნავარაუდევი იყო“, - აღნიშნა თურნავამ.