ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული 2022 წლის იანვრის ტურიზმის წინასწარი ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოში სულ 199,393 საერთაშორისო მოგზაური იმყოფებოდა, რაც 2021 წელთან შედარებით 471%-ით მეტია.
მოგზაურთა ეს ნაკადი 2019 წელთან, ანუ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 62%-ით ნაკლებია, ანუ იანვარში ტურიზმი პანდემიამდელი მაჩვენებლის 38%-ზე აღდგა.
სტატისტიკის მიხედვით, ამ 199,393 ვიზიტორიდან 163,615 საერთაშორისო ტურისტი იყო და ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს გაჩერდა. ვიზიტორთა ეს რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 456%-ით მეტია. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ტურისტული ნაკადი 53%-ით აღდგა.
უფრო დეტალურ მონაცემებს, თუ რომელი ქვეყნიდან რამდენი ვიზიტორი იმყოფებოდა საქართველოში, ტურიზმის ადმინისტრაცია რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს.