"ჩვენ კიდევ ერთელ მივმართავთ ხელისუფლებას, რომ მთის კურორტები გაიხსნას და მოგვეცეს მუშაობის შესაძლებლობა. სეზონი დახურვამდე პრაქტიკულად, თვენახევარია დარჩენილი. ჩვენ მთავრობას და ეპიდემიოლოგებს კურორტის გახსნის ჩვენეული მოდელი შევთავაზეთ, შესაბამისად, ვითხოვთ მოგვეცეს შესაძლებლობა ამ მოდელით მუშაობის", - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "Business Time"-ს სპორტული კლუბის დამფუძნებელმა გურამ გოგიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, პანდემია წასვლას არსად აპირებს და მათ უნდა მიეცეთ ოპერირების შესაძლებლობა.
"ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მინიმუმ კიდევ წელიწადნახევარი მოგვიწევს პანდემიასთან ერთად მუშაობა, შესაბამისად ვითხოვთ მუშაობის უფლება მოგვცენ. ამასთან, ხელისუფლებას თხოვნით მიმვმართავთ, შემდეგი წლის სეზონისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებიც მთაში ოპერირებენ ერთი წლიდ გადასახადებისგან გაათავისუფლონ, რითაც პანდემიით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოხდეს და მათ შეძლონ მომავალ წელს ოპერირება განაახლონ", - აღნიშნა სააგენტოსთან საუბარში გურამ გოგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში აქცია "მთის კურორტების გახსნის" მოთხოვნით გაიმართა. აქციის ორგანიზატორი ორგანიზაცია "სოცაფეთქებაა".