გერმანიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საერთაშორისო ღონისძიებების გამართვის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჟურნალისტებს მასპინძლობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პრესტურის ფარგლებში საქმიანი ტურიზმისა და ბიზნეს გამოცემების წარმომადგენლები საქართველოში MICE ტურიზმის პოტენციალს, ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან.
Convention International-ის, TW-Tagungswirtschaft-ისა და TFI Publication-ის ჟურნალისტები უკვე იმყოფებოდნენ თბილისსა და კახეთში. მედიის წარმომადგენლები ესტუმრებიან მცხეთას, გაეცნობიან ქვეყნის კულტურას, ღვინისა და გასტრო ტურისტულ მიმართულებას.
ტურის ფარგლებში გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ.