ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის აპრლიში საქართველოს ტურისტული დანიშნულების მიზნით 75 831 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 182.2%-ით მეტია.
აღსანიშავია, რომ გასულ თვეს ტურისტების პროცენტულობით ზრდის მთავარი მიზეზია, 2020 წლის აპრილში ქვეყანაში მოქმედი სრული ლოკდაუნი. რადიკალურად განსხვავებული სურათია 2019 წელთან მიმართებით, ვინაიდან , მიმდინარე წლის აპრილში ტურისტების რაოდენობა 2019 წლის აპრილთან შედარებით 78.2%-ით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს სულ 348 519 ტურისტი ეწვია. აპრილში ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა, თურქეთიდან - 21 106 ვიზიტორით, მეორე ადგილზეა ისრაელი, საიდანაც საქართველოში 10 098 ვიზიტორი შემოვიდა. გარდა ამისა, აპრილში 8 518 ვიზიტი განხორციელდა რუსეთიდან, ხოლო სომხეთიდან 8 331.